მედიის ცნობით, შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის სამხედრო დანიშნულების 20 ავტომობილი გადაეცა
მედიის ცნობით, შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის სამხედრო დანიშნულების 20 ავტომობილი გადაეცა

შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორი „ფირანჰა III“ მიეწოდებინა.

აღნიშნული ჯავშანტექნიკა შვეიცარიული წარმოებისაა და დანიის მთავრობას სურდა, უკრაინისთვის 20 ერთეული სამხედრო დანიშნულების ავტომობილი გადაეცა, თუმცა შვეიცარიის მთავრობამ ინიციატივა დაბლოკა.

დასავლური მედიის ცნობით, ბერნის ნებართვის გარეშე უკრაინის დახმარება შეუძლებელია: ჯავშანმანქანების ყიდვისას დანიამ აიღო ვალდებულება, რომ მესამე მხარისთვის სამხედრო ტექნიკა მხოლოდ შვეიცარიის ნებართვით გადაეცა.