მედიის ცნობით, შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რუსეთმა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს
შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რუსეთმა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს. ინფორმაციას შვედურ ტელეკომპანია SVT-ზე დაყრდნობით „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარლამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, რუსი სამხედროების უკრაინაში ყოფნის მიუხედავად, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.
„რუსეთმა კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენება და დემონსტრირებს მიდრეკილებას პოლიტიკური და სამხედრო რისკისკენ. საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა განახორციელოს საჰაერო, საზღვაო, შორი მანძილის ან ბირთვული იარაღის გამოყენება შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თავდაცვის წინა დოქტრინისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნებოდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობას, ახალი ანგარიში დაფუძნებულია ნატო-ს წევრობაზე.