მედიის ცნობით, შაბათს ესენში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ელოდებიან
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰერბერტ რეული ელოდება, რომ შაბათს ესენში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართება.
პოლიციამ უკვე მიიღო 28 მოთხოვნა პარტიის ყრილობის ადგილას სახალხო შეკრების უფლების მოპოვების შესახებ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ მემარცხენე ექსტრემისტებმა, შესაძლოა, მანქანები დაწვან და ბარიკადები აღმართონ.
Bild-ის ცნობით, სოციალურ ქსელებით ასევე შეინიშნება მოწოდებები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ, რათა შეუძლებელი იყოს ღონისძიებაზე დასწრება.