მედიის ცნობით, გადამზიდავების პროტესტის გამო, სატვირთო მანქანების მძღოლებს დოროგუსკის გამშვები პუნქტის გავლით პოლონეთის დასატოვებლად 30 დღეზე მეტ ხანს უწევთ ლოდინი
პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლები უკვე 30 დღეზე მეტია, უკრაინის საზღვართან არიან გაჩერებული გადამზიდავების პროტესტის გამო, რომლებიც სამ საათში ერთ მანქანას ატარებენ. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
ლუბლინის საგადასახადო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოროგუსკის გამშვები პუნქტის გავლით პოლონეთიდან უკრაინაში გასასვლელად ათასზე მეტი სატვირთო მანქანა დგას რიგში. როგორც მედია წერს, რიგი დაახლოებით 40-კილომეტრიანია.
„მოსალოდნელი ლოდინის დრო, ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, რომლითაც გადამზიდავები გადადიან, თვეზე მეტია“, – ნათქვამია ლუბლინის საგადასახადო ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლონელმა გადამზიდავებმა დოროგუსკ-იაგოდინის გამშვები პუნქტის ბლოკირება 18 დეკემბერს განაახლეს. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებისთვის, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა.
22 დეკემბერს კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა და პოლონეთი საზღვრის განბლოკვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.