რუსული მედიის ცნობით, სამხედრო სახის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს
სამხედრო სახის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე ლორან ვინატიე ჟენევაში დაფუძნებული შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრისთვის“ მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება, რომელიც არ აპირებდა უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში შესატანი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებას, რამდენიმე წელი მიზანმიმართულად აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის მიმართულებით.