მედიის ცნობით, საბერძნეთში ტყის ორი ახალი ხანძარი გაჩნდა
მედიის ცნობით, საბერძნეთში ტყის ორი ახალი ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთში ტყის კიდევ ორი ახალი ხანძარი გაჩნდა, ახლა ხანძარს სამ სხვადასხვა ადგილას ებრძვიან, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

ხანძარი თავდაპირველად ატიკაში, ქალაქ კუვარასის მახლობლად გაჩნდა, შემდეგ კი – ქალაქ ლუტრაკთან და ქალაქ დერვენოჩორიასთან, რომელიც ათენის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ლუტრაკის მახლობლად ხანძარი კონტროლქვეშ იყო, თუმცა დილით ისევ გააქტიურდა. დაზიანებულია 30-მდე საცხოვრებელი სახლი.

ათენის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დერვენოჩორიასთან მეხანძრე-მაშველები ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას, თუმცა, როგორც მედია წერს, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბევრი აქტიური კერაა.

მედიის ცნობით, დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელმაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია.

ცნობისთვის, გასული კვირის ბოლოს საბერძნეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, სიცხის გამო ათენის აკროპოლისი დაიხურა.