მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა.

მედიის ცნობით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტები ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევები მშვიდობიან მოსახლეობას დაეცა.

საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაშავებულია არასრულწლოვანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ ოდესის რეგიონის მიმართულებით მართვადი რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვა.