მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, დაღუპულია ორი ადამიანი, ასევე, თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი პირი დაიჭრა
მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, დაღუპულია ორი ადამიანი, ასევე, თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი პირი დაიჭრა

რუსეთის მიერ საპორტო ქალაქ ოდესაში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი და რვა კალიბრის ტიპის საზღვაო რაკეტა გაანადგურეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ორ ობიექტს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის რეგიონს, გამოიყენა 15 უპილოტო საფრენი აპარატი და რვა კალიბრის ტიპის საზღვაო რაკეტა. თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს რეგიონზე, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე. დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები, სამი ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ, ორი კი დაიღუპა“, – განაცხადეს ზაპოროჟიეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.