მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია ხუთი ადამიანი
რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, შედეგად, სულ მცირე, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსულმა მხარემ თავდასხმა ორჯერ, ერთი საათის შუალედით განახორციელა. მეორე დარტყმა დასახლებულ პუნქტზე მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.