მედიის ცნობით, რუსეთში სამხრეთ კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს
მედიის ცნობით, რუსეთში სამხრეთ კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

რუსეთში სამხრეთ კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს. დაკავებული პირი, სავარაუდოდ, უცხოური დაზვერვის სამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბრალდებული ქალაქ ვლადივოსტოკში მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს და ის უკვე ციხეში იმყოფება.

როგორც მედია იუწყება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთში სამხრეთ კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია პირი ეჭვმიტანილი.

საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ დააკავეს კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულის ცოლიც, თუმცა მოგვიანებით გათავისუფლეს და ის სამხრეთ კორეაში დაბრუნდა.