მედიის ცნობით, რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, შესაბამისი ინფორმაცია ტელეგრამის სხვადასხვა არხზე გავრცელდა.
„სუ-34“-ის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება რუსული სახელმწიფო მედია „ტასიც“ .
რა გახდა საფრენი აპარატების კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
ტელეგრამში ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოებიც.