რუსეთს უკრაინის საზღვართან ტანკები გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას, „ბლუმბერგი“ სადაზვერვო კომპანია, „ჯეინსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ „ტე80უ“ ძირითადი საბრძოლო ტანკების ბატალიონი განლაგდა მატარებლის სადგურზე ვორონეჟის რეგიონში. ტანკები, სავარაუდოდ, უკრაინიდან 250 კმ-ში მდებარე პოგონოვოს საწვრთნელი პოლიგონისკენ გაემართნენ. ეს იგივე საწვრთნელი მოედანია, სადაც რუსეთმა უკვე გაგზავნა დამატებითი სამხედრო ძალები გაზაფხულზე, რამაც გამოიწვია შეშფოთება ევროპულ საზოგადოებაში.
ერთი კვირის წინ „ჯეინსმა“ გაავრცელა ინფორმაცია რუსული დივიზიის ტანკებისა და თვითმავალი არტილერიის განლაგების შესახებ ბრიანსკის და კურსკის რეგიონებში უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან.
ჯარების საგაზაფხულო განლაგებისგან განსხვავებით, ნოემბერში კონცენტრაცია უფრო დაფარულია, რადგან გადაადგილება ხშირად ღამით და ელიტური სახმელეთო ნაწილების დახმარებით ხდება.
უწყების წარმომადგენლების თქმით, ეს ქმედებები არა იმდენად დაშინებას, რამდენადაც აქტიური საფრთხის შექმნას ისახავს მიზნად.