რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია PGNIG SA-ში, რომელიც გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.