მედიის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები უზბეკეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხზე ისაუბრებენ
მედიის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები უზბეკეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხზე ისაუბრებენ

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის დროს უკრაინის საკითხზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს უზბეკეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.

ამასთან, მედიის ცნობით, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ოფიციალურ პეკინს „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით დაბალანსებული პოზიცია აქვს.

„ამ დაძაბულ ვითარებაში, დასავლეთის არალეგიტიმური სანქციების პირობებში, ეს თანამშრომლობა აჩვენებს მდგრადობას, რომელიც პროგრესულად ვითარდება“, – განაცხადა უშაკოვმა.

ვლადიმერ პუტინი 15-16 სექტემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში დაგეგმილ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა.