მედიის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო განკარგულებას ხელი მოაწერეს
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო განკარგულებას ხელი მოაწერეს.
მედიის ინფორმაციით, ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით, 2021-2023 წლებისთვის 28 პროგრამის პაკეტი შემუშავდა.
ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, მხარეები რეგიონული საჯარისო დაჯგუფების გაძლიერებას გეგმავენ, ასევე ერთობლივი ეკონომიკური სივრცის გადატვირთვას იწყებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმთ, სამოკავშირეო სახელმწიფო მინსკისთვის „პრიორიტეტების პრიორიტეტია“.
ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთიანი მედიაჰოლდიგნის შექმნა შესთავაზა.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ბელარუსის საზღვარზე სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.