მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს დაახლოებითი რიცხვია. ასევე გაურკვეველია, საუბარია სამოქალაქო პირებზე, თუ მათ შორის არიან სამხედროები.
უკვე რამდენიმე დღეა, მარიუპოლი რუსეთის ძალების ალყაშია მოქცეული. ქალაქი ინტენსიურად იბომბება. მარიუპოლში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების უკმარისობას განიცდის.