მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში ელექტროენერგიაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება
მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში ელექტროენერგიაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, კიევსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

როგორც მედია წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, 27 ოქტომბრის ღამეს სარაკეტო დარტყმების გამო დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ძირითადად უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში.

ტიმოშენკოს თქმით, დამატებითი შეზღუდვები ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაწესდება კიევში, კიევის ოლქში, ჩერნიგოვოში, ჩერკასკში და ჟიტომირის ოლქში. უკრაინის ელექტრომომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კიევში დენის დეფიციტი სრული მოხმარების მესამედს შეადგენს, რის გამოც კიევში ელექტროენერგია დიდი ხნით გაითიშება და ბევრ მომხმარებელს შეეხება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვებისთვის, რომლებიც განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება“, – განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსეი კულებამ.