მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში კიევისა და ხერსონის რეგიონების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
გასულ ღამეს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, რაც რუსეთის არმიის მიერ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების გაშვებასთან იყო დაკავშირებული.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს იერიში, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის ათი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონს ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, „გრადებიდან“ და ავიაციიდან 500-მდე ჭურვი ესროლეს. დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.