მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ოდესის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ოდესის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა სამძებრო ოპერაციის დროს სამოქალაქო ობიექტების ნანგრევებში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქი დნეპროპეტროვსკი. რუსეთის არმიის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა. დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე რუსეთის არმიასთან 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა.