მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის მეორე ფაზის წამოწყებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდება
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის მეორე ფაზის წამოწყებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, შეხვედრას დაესწრებიან აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტატების მეთაური, გენერალი მარკ მილი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში ომის მეორე ფაზის დაწყების შესახებ 19 აპრილს განაცხადა.