მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, სარიკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება მოხდა
მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, სარიკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება მოხდა.
შედეგად, სიმფეროპოლში ლიანდაგიდან მატარებლის ხუთი ვაგონი გადავარდა. როგორც რუსული მედია წერს, რკინიგზის აფეთქება დივერსიას წარმოადგენდა. ინციდენტი ბახჩისარაისთან ახლოს მოხდა.
როგორც რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების წარმომადგნელბი აცხადებენ, მომხდარის გამო სევასტოპოლსა და სიმფეროპოლს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა.
მათივე თქმით, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლა „ტრანსპორტის მუშაობაში უცხო პირების ჩარევის შედეგად მოხდა. ვაგონები, რომლებიც ლიანდაგიდან გადავარდა, მარცვლეულით იყო დატვირთული“.