მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, შენობაში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. მთავრობა და სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია.
პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
რუსეთის ხელისუფლება სარაკეტო იერიშის განხორციელებაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.