მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 18-ის ჩამოგდება შეძლეს
რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 18-ის ჩამოგდება შეძლეს.
„ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 19 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა, რომელთაგან 18 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო ძალებმა და თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვის რეგიონებში“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვის რეგიონში დარტყმა განახორციელეს ორი საზენიტო მართვადი რაკეტით. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.