მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას ღამით „შაჰედის“ 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 29 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს
მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას ღამით „შაჰედის“ 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 29 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს

ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას ღამით „შაჰედის“ ტიპის 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. მათგან 29 დრონი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

ოდესის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, დაშავებულია ერთი ადამიანი.

„სამწუხაროდ, ოდესის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავდა ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი.