მედიის ცნობით, რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს. როგორც სააგენტო იუწყება, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეიარაღების პირველი ნაწილი რუსეთის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში 2023 წლის ბოლომდე განთავსდება.
„ჩემი აზრით, ეს შეიარაღება ძალიან მალე განთავსდება. ასეთი ტიპის „ჰაუბიცები“ საჭიროა, რათა დასავლურ არტილერიასთან შედარებით, მოქმედების არეალის კუთხით უპირატესობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.