მედიის ცნობით, რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს
დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების მიხედვით, რუსეთს ქარის ელექტროსადგურებისა და ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანების გეგმა აქვს.
როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რუსეთს ჩრდილოეთის ზღვაში დისლოცირებული ჰყავს სათევზაო გემებად შენიღბული ჯაშუში ხომალდები, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს სწავლობენ და საბოტაჟის გეგმას ადგენენ.
როგორც ჟურნალისტებს დანიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა განუცხადა, რუსეთი ამ გეგმას დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში აამოქმედებს. გამოძიების თანახმად, აღნიშნულ გემები აღჭურვილია წყალქვეშა სათვალთვალო მოწყობილობებით.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის გემების ფარული საქმიანობის შესახებ ლონდონი ინფორმირებულია და რუსული გემები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვესაც გადაადგილდებიან.