მედიის ცნობით, რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
მედიის ცნობით, დაკავებული დუეინ დევისი ერთ-ერთი ამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერია. ის პოლიციამ ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლთან დააკავა და სასამართლოს წინაშე რამდენიმე დღეში წარდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ძმისშვილს სამორინეში რეპერთან დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც დევისმა თუფაქის მკვლელობა დაგეგმა.
ამერიკელი რეპერი 1996 წელს სამორინესთან ჩაცხრილეს.