მედიის ცნობით, პოლონეთში მღვდელმსახურები წვეულების გამო სკანდალში გაეხვივნენ
მედიის ცნობით, პოლონეთში მღვდელმსახურები წვეულების გამო სკანდალში გაეხვივნენ

პოლონეთში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურები ხმაურიან სექსსკანდალში გაეხვივნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც პოლონური მედია წერს, ინციდენტი ქალაქ დობროვა-გურნიჩაში მოხდა. მედიის ცნობით, მღვდელმსახურებმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს და სექსმუშაკი მამაკაცი გამოიძახეს. შემდეგ მან გონება დაკარგა და წვეულების მონაწილეებს ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუწიათ, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს კარი არ გაუღეს. თავის მხრივ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პოლიციაში დარეკა.

გამოძიება ადამიანისთვის დახმარების გაუწევლობის მუხლით დაიწყო, რასაც შეეძლო, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შიდა გამოძიებას ატარებს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიაც. როგორც ცნობილია, წვეულებაში მონაწილე მღვდელმსახურების ნაწილი უკვე მოკვეთეს ეკლესიიდან.