მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ვარშავის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, თუმცა ანჯეი დუდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად სხვა თვითმფრინავით გაფრინდა
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ვარშავის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, თუმცა ანჯეი დუდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად სხვა თვითმფრინავით გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
საპრეზიდენტო თვითმფრინავი ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვდებიან.
ავარიული დაშვების გამომწვევის მიზეზები უცნობია.
ანჯეი დუდა ბაიდენთან შეხვედრისთვის სარეზერვო თვითმფრინავით გაფრინდა და უკვე ჟეშოვში იმყოფება. პრეზიდენტების შეხვედრა უკრაინის საზღვართან ახლოს გაიმართება.