მედიის ცნობით, პეკინში, საავადმყოფოში ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პაციენტი კი დაშავდა
პეკინში, საავადმყოფოში ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პაციენტი კი დაშავებულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის თითქმის ყველა პაციენტია. ცეცხლი ინტენსიური თერაპის განყოფილებაში გაჩნდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ ცდილობდნენ ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობის ფანჯრებიდან ზეწრების გამოყენებით თავის დაღწევას. ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ეს პეკინში ყველაზე მასშტაბური ხანძარია 2002 წლის შემდეგ, როდესაც ინტერნეტკაფეში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.