მედიის ცნობით, პარიზში ძლიერი აფეთქების შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია
პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში აფეთქებამ შენობებში ხანძარი გამოიწვია, ხოლო ერთი შენობის ფასადი ჩამოინგრა.
ადგილობრივმა მერმა, ფლორენს ბერტუტმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაზის აფეთქება გახდა, თუმცა პარიზის პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა ჯერ ნაადრევია.
თვითმხილველების თქმით, საღამოს ხუთი საათის შემდეგ გაისმა ერთი ძლიერი და ერთი სუსტი აფეთქების ხმა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები.