მედიის ცნობით, პანდემიის დროს გერმანიის მოქალაქეების ანგარიშზე 182 მილიარდი ევრო დაგროვდა
გერმანიის მოქალაქეების ანგარიშზე პანდემიის დროს 182 მილიარდი ევრო დაგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე მოქალაქეთა კერძო საბანკო ანგარიშებზე სწორედ ამ რაოდენობით თანხა დაგროვდა, სულ კი, მოქალაქეთა ანგარიშებზე განთავსებულია 1,73 ტრილიონი ევრო.
ამასთან, პანდემიის პერიოდში შემცირდა კრედიტების რაოდენობა. ეკონომისტების ცნობით, გერმანელები ნაკლებს ხარჯავენ, რადგან პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების გამო საყიდლებზე წასასვლელი დრო შეზღუდულია.