მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 334 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 52-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 121 პაციენტი მკურნალობს, 26 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 795 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 780 ინფიცირებული პაციენტი.