მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 198 ადამიანს და მათგან 42-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 109 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 13 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 289 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 221 და გამოჯანმრთელდა 13 390 პაციენტი.