მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 187 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 42-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 94 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 219 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 924 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 338 პაციენტი.