მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 216 პირს, მათგან 38-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აფხაზური მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 106 ინფიცირებული, მათ შორის 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 225 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 984 შემთხვევა დაფიქსირდა, 13907 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.