მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 238 ადამიანს, 37 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 89 პაციენტი, 13 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 882 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 218 და გამოჯანმრთელდა 13 338 პაციენტი.