მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 179 ადამიანს, მათგან 22-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 77 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან რვის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 691 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 217 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 13 190 ადამიანი.