მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 95 წლის პირს დაუდასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათი ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა და მათგან ერთს, პირველ ორ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირს, „კოვიდ-19“ დაუდგინდა. მედია აღნიშნავს, რომ ინფიცირებული 95 წლისაა, თვითიზოლაციაშია და მას სპეციალისტები აკვირდებიან.
პირველი ორი ინფიცირებული გუდაუთის კლინიკაშია მოთავსებული.