მედიის ცნობით, მოსამართლემ გააფრთხილა ტრამპი, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ისეთი ჩანაწერების გავრცელებისგან, რომელსაც ძალადობის პროვოცირება შეუძლია
მედიის ცნობით, მოსამართლემ გააფრთხილა ტრამპი, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ისეთი ჩანაწერების გავრცელებისგან, რომელსაც ძალადობის პროვოცირება შეუძლია

მოსამართლემ გააფრთხილა ტრამპი, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ისეთი ჩანაწერების გავრცელებისგან, რომლებსაც ძალადობის პროვოცირება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ ტრამპს მოსამართლის ამ გაფრთხილებაზე „მკვეთრი რეაქცია ჰქონდა“ და ის „იმედგაცრუებული“ და „გაბრაზებული“ იყო. ადვოკატის თქმით, „ტრამპის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩანაწერები მუქარას არ წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიუ იორკის სასამართლოში მისვლამდე საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც მისი საქმის მოსამართლეს მიკერძოებული უწოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის ამ გაფრთხილების შემდეგაც დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამოსვლისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამავე გამოსვლაში ტრამპმა მანჰეტენის ოლქის პროკურორს „სოროსის მიერ მხარდაჭერილი“ უწოდა, ხოლო მოსამართლე მისი ოჯახის მიმართ ზიზღში დაადანაშაულა.