მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასის კორტეჟს თავს დაესხნენ
მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასის კორტეჟს თავს დაესხნენ

მედიის ცნობით, პალესტინის ავტონომიის ლიდერის კორტეჟს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მაჰმუდ აბასის დაცვის ერთი წევრი მოკლეს.

სად მოხდა თავდასხმა, ჯერ უცნობია. მაჰმუდ აბასის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

როგორც თურქული მედია წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია „ანუ ჯანდელის შვილებმა“ აიღო, რომლის წევრებმაც მანამდე მაჰმუდ აბასს ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა.

ამასთან, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელშიც გავრცელებული ცნობით, სწორედ მაჰმუდ აბასის კორტეჟზე თავდასხმაა ასახული.