მედიის ცნობით, ლუგანსკის რაიონში ქალაქ პოპასნაიას დაბომბვის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს
ლუგანსკის რაიონში ქალაქ პოპასნაიას დაბომბვის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქალაქში გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს და აცხადებს, რომ რუსი სამხედროები პოპასნაიაში ფოსფორის საბრძოლო მასალას იყენებენ, რაც ჟენევის კონვენციით არის აკრძალული.
ქალაქი პოპასნაია დღეს დაიბომბა.