მედიის ცნობით, ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმის შედეგად ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
მედიის ცნობით, ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმის შედეგად ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმის შედეგად ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ისრაელზე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის ელექტროკორპორაციაში აცხადებენ, რომ ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი მუშები წინა თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ხაზებს არემონტებდნენ. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ აიღო. რაკეტამ რამდენიმე მანქანა დააზიანა დოვევის ჩრდილოეთ თემთან ახლოს, საზღვრის მახლობლად.