მედიის ცნობით, ლატვიის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ჯგუფის შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში გაისროლეს
მედიის ცნობით, ლატვიის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ჯგუფის შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში გაისროლეს

ლატვიის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ჯგუფის შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში გაისროლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვრის შემოწმების დროს მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის ნიშნები აღმოაჩინეს და მათი ძებნა დაიწყეს.როგორც მედია წერს, რვა უკანონო მიგრანტი, მათ შორის ინდოეთის ოთხი და ირანის ოთხი მოქალაქე, ლატვიელმა მესაზღვრეებმა ლატვიის ტერიტორიის სიღრმეში, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში შენიშნეს. დაკავების შემდეგ უკანონო მიგრანტები უკან, ბელარუსში დააბრუნეს.

ლატვიელი მესაზღვრეების ინფორმაციით, გასულ წელს ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 5 286-ჯერ სცადეს, ჰუმანიტარული მიზეზების გამო კი 217 მიგრანტი შეუშვეს.

საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობების გააქტიურებასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში ლატვიის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელარუსის საზღვარზე მესაზღვრეების გაზრდილი სამუშაო რეჟიმის შესახებ. მუშაობის ახალი რეჟიმი 11 აგვისტოდან ამოქმედდება.