კუბაზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები
კუბაზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები

კუბაზე, გრანმის პროვინციაში, ბარტოლომე-მასოს მუნიციპალიტეტთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველად მიწისძვრის სიძლიერემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე კი 6.8 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

„მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. დავიწყეთ ზარალის შეფასება. პირველი და მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენაა“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა.