მედიის ცნობით, კიევში ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს
კიევის ოლქსა და თავად უკრაინის დედაქალაქში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი საჰაერო განგაში უკრაინის სამ (კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის) ოლქში გამოცხადდა.