მედიის ცნობით, ხერსონში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს
დროებით ოკუპირებულ ხერსონში ოკუპაციის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.
უკრაინული მედიის ცნობით, აქციაზე გასული მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი აირის ყუმბარები გამოიყენეს.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. აქციაზე გასული მოქალაქეები სკანდირებდნენ – „ხერსონი უკრაინაა“.
გავრცელებული ცნობით, აქცია გაიმართა ხერსონის რაიონის ქალაქ კახოვკაშიც.