მედიის ცნობით, კენიაში, ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე
კენიაში, ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ახალგაზრდების საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ თვეს დაიწყო, რომლის მიზეზიც მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის მომზადება იყო. კანონი გაიწვიეს, თუმცა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.