მედიის ცნობით, კანადიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ საზღვარზე სასაზღვრო პატრულის თანამშრომლები გაგზავნა
კანადიდან აშშ-ში მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ საზღვარზე სასაზღვრო პატრულის თანამშრომლები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.
„ენბისის“ცნობით, მიგრანტები მექსიკიდან კანადაში კანონიერად მიფრინავენ, შემდეგ კი ნიუ იორკის, ვერმონტისა და ნიუ ჰემფშირის შტატების ტერიტორიაზე გადადიან.
საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის გუნდმა უნდა შეაჩეროს და ჩაშალოს ადამიანების ტრეფიკინგის მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება „სვანტონის“ სექტორის პასუხისმგებლობის ზონაში. სასაზღვრო პატრულის თანამშრომლების ნაწილი აშშ-ის სამხრეთ საზღვრიდან გაგზავნეს.
„სვანტონის სექტორში“, რომელიც მოიცავს ვერმონტის, ნიუ ჰემფშირისა და ნიუ იორკის სექციებს, შეინიშნება დაკავების 846-პროცენტიანი ზრდა 2022 წლის ოქტომბრიდან ამ წლის იანვრამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში სექტორში 367 მიგრანტი გააჩერეს, 2022 წლის იანვარში კი – მხოლოდ 24.
ამერიკულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიგრანტებთან დაკავშირებით ოჯახური პატიმრობის აღდგენას განიხილავს. ეს ეხება მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად, შვილებთან ერთად შედიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების რეგულაცია თანამდებობის დაკავებიდან მალევე შეაჩერა.