მედიის ცნობით, კანადაში სერიულ მკვლელს განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანენ
კანადელი სერიული მკვლელი, „ტორონტოელი პეიზაჟისტი“ ბრუს მაკარტური რვა ადამიანის მკვლელობას აღიარებს. მას განაჩენს 4 თებერვალს გამოუტანენ. კანადელ სერიულ მკვლელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამასთან, ბრუს მაკარტურს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება 91 წლამდე არ შეეძლება.
შვიდწლიანი გამოძიების შემდეგ, ბრუს მაკარტური 2017 წელს დააკავეს. 67 წლის ბრალდებულს თავდაპირველად ორი მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ მაკარტურს კიდევ ექვსი საქმე დაუკავშირა.
BBC-ის ინფორმაციით, სერიული მკვლელის მსხვერპლების დიდი ნაწილი ტორონტოსთან ახლოს, სოფელში ცხოვრობდა, სადაც ძირითადად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან დასახლებულნი. ტორონტოს პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობები სექსუალური ძალადობის ხასიათს ატარებდა. ამასთან, 76 წლის მაკარტური ყოველი მკვლელობის შემდეგ მსხვერპლის ნივთებს ინახავდა.
ე.წ. ტორონტოელი პეიზაჟისტის საქმე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიული მკვლელობის საქმეა. მკვლელობებს ტორონტოს პოლიცია წლების განმავლობაში ვერ ხსნიდა.